ჩვენ შესახებ

კომპანია "ბაკაშვილი სოლუშენს" პირველი და ერთადერთი კომპანიაა საქართველოში, რომელმაც ბაზარზე შემოიტანა და წარმატებით დანერგა 1C სასტუმროს მართვის სისტემა.

ამ მოკლე პერიოდში, ჩვენ უკვე ნდობა გამოგვიცხადეს წარმატებულმა და წამყვანმა კომპანიებმა სასტუმრო ინდუსტრიაში, რომლებიც ორიენტირებულნი არიან ხარისხიანად, ეფექტურად და მარტივად მართონ საკუთარი ბიზნესი.

 

ჩვენი გუნდი

ნიკოლოზ ბაკაშვილი - დამფუძნებელი

   ნიკოლოზ ბაკაშვილი გახლავთ "ბაკაშვილი სოლუშენს" დამფუძნებელი და დირექტორი.

   2019 წლიდან ნიკოლოზი მუშაობს სხვადასხვა პოზიციებზე კომპანია "ჯი არ სი"-ში, სადაც 2021 წლიდან ERP დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციას იკავებს.

   2020 წელს ნიკოლოზმა წარმატებით დანერგა სასტუმროს მართვის სისტემა "ორბი ჯგუფი ბათუმი"-ში, სადაც დღემდე ERP და PM სისტემების კონსულტანტისა და ანალიტიკოსის პოზიციაზე მუშაობს.

   ნიკოლოზ ბაკაშვილს დამთავრებული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი - ეკონომიკის განხრით.

   ნიკოლოზს აქვს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის (ESM) ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი.

კომპანიის ისტორია

01.02.2024
კომპანიამ სრულიად ახალი მიმართულება - ვებ და მობაილ დეველოპმენტი დაამატა
01.04.2021
კომპანია "ბაკაშვილი სოლუშენს" გახდა 1C-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში
24.03.2021
კომპანია დაფუძნდა