სიახლეები

20.01.2025

კიდევ ერთი წარმატებული პროექტი - Mziuri Gardens

Bakashvili Solutions და Mziuri Gardens დამეგობრდნენ.

ჩვენმა გუნდმა წარმატებით დანერგა სასტუმროს მართვის სისტემა (PMS) შავი ზღვის სანაპიროზე, კურორტ მახინჯაურში მდებარე, პრემიუმ კლასის აპარტამენტებისგან შემდგარ საცხოვრებელ და საინვესტიციო პროექტ, მზიური გარდენსში.

ჩვენი მრავალფუნქციური სისტემა დაეხმარება კომპანიის მენეჯმენტს ისეთი ოპერაციების ეფექტიანად განკარგვაში, როგორებიცაა:

- ჯავშნებისა და განთავსებების მართვა;
- დავალებებისა და შეკვეთების მართვა;
- დიასახლისების ოპერაციების მართვა;
- აპარტამენტის მეპატრონეებისა და მათი ოპერაციების მართვა.

20/06/2023

მორიგი ავტომატიზირებული აპარტ-სასტუმრო - Green Side Apart Hotel

გონიოს სანაპირო ზოლის კიდევ ერთი ახალი, წარმატებული აპარტ-ოტელის კომპლექსი -
Green Side Apart Hotel, სადაც წარმატებით დაინერგა აპარტ-სასტუმროს მართვის სისტემა.
- რაც ხელს შეუწყობს, ერთის მხრივ, სასტუმროს მენეჯმენტს ყოველდღიური ოპერაციების გამარტივებას, ხოლო, მეორეს მხრივ, აპარტამენტების მეპატრონეებისათვის უფრო მარტივ და ეფექტურს გახდის მათი ქონების მართვას.

18/11/2022

მორიგი წარმატებული პროექტი - Old Wall

მოხარულები ვართ, რომ დღითიდღე უფრო მეტი სასტუმრო ენდობა ჩვენს კომპანიას!
სასტუმრო
Hotel Old Wall -ს და მის საოპერაციო მენეჯმენტს გაუმარტივდა ყოველდღიური სასტუმრო საქმიანობები:
- ჯგუფური და ინდივიდუალური რეზერვაციები + Channel Manager;
- ყოველდღიური, ფართო და მარტივი რეპორტები და ანალიტიკა - რომელთა გაგზავნა ავტომატიზირებულია (Email by scheduled job);
- დავალებების განსაზღვრა თანამშრომლებისთვის და მათი კონტროლი - Task management - ნაკლები "ფურცლომანია";
- სწრაფი განთავსება - თითოეულ სტუმარზე სრულყოფილი ინფორმაცია;
- სალაროს ნაშთების, გადახდების, მომხმარებლებთან დავალიანებისა და ავანსების კონტროლი;

- გაითვალისწინეთ, რომ სისტემაში ნებისმიერი მოდიფიკაცია შესაძლებელია თქვენი სასტუმროს ოპერაციებიდან გამომდინარე.

01/11/2022

კიდევ ერთი წარმატებული პროექტი - Next Group

ამჯერად, საქართველოში, ერთ-ერთი ყველაზე დიდი და სწრაფად განვითარებადი სასტუმროების კომპლექსი - Next Group • ნექსთ ჯგუფი, სადაც, სასტუმროს ბიზნესის მართვისთვის, ჩვენმა კომპანიამ წარმატებით დანერგა სასტუმროს მართვის სისტემა, რითაც კომპანიას გაუმარტივდა ყოველდღიური სასტუმრო საქმიანობა.