სიახლეები

20/06/2023

მორიგი ავტომატიზირებული აპარტ-სასტუმრო - Green Side Apart Hotel

გონიოს სანაპირო ზოლის კიდევ ერთი ახალი, წარმატებული აპარტ-ოტელის კომპლექსი -
Green Side Apart Hotel, სადაც წარმატებით დაინერგა აპარტ-სასტუმროს მართვის სისტემა.
- რაც ხელს შეუწყობს, ერთის მხრივ, სასტუმროს მენეჯმენტს ყოველდღიური ოპერაციების გამარტივებას, ხოლო, მეორეს მხრივ, აპარტამენტების მეპატრონეებისათვის უფრო მარტივ და ეფექტურს გახდის მათი ქონების მართვას.

18/11/2022

მორიგი წარმატებული პროექტი - Old Wall

მოხარულები ვართ, რომ დღითიდღე უფრო მეტი სასტუმრო ენდობა ჩვენს კომპანიას!
სასტუმრო
Hotel Old Wall -ს და მის საოპერაციო მენეჯმენტს გაუმარტივდა ყოველდღიური სასტუმრო საქმიანობები:
- ჯგუფური და ინდივიდუალური რეზერვაციები + Channel Manager;
- ყოველდღიური, ფართო და მარტივი რეპორტები და ანალიტიკა - რომელთა გაგზავნა ავტომატიზირებულია (Email by scheduled job);
- დავალებების განსაზღვრა თანამშრომლებისთვის და მათი კონტროლი - Task management - ნაკლები "ფურცლომანია";
- სწრაფი განთავსება - თითოეულ სტუმარზე სრულყოფილი ინფორმაცია;
- სალაროს ნაშთების, გადახდების, მომხმარებლებთან დავალიანებისა და ავანსების კონტროლი;

- გაითვალისწინეთ, რომ სისტემაში ნებისმიერი მოდიფიკაცია შესაძლებელია თქვენი სასტუმროს ოპერაციებიდან გამომდინარე.

01/11/2022

კიდევ ერთი წარმატებული პროექტი - Next Group

ამჯერად, საქართველოში, ერთ-ერთი ყველაზე დიდი და სწრაფად განვითარებადი სასტუმროების კომპლექსი - Next Group • ნექსთ ჯგუფი, სადაც, სასტუმროს ბიზნესის მართვისთვის, ჩვენმა კომპანიამ წარმატებით დანერგა სასტუმროს მართვის სისტემა, რითაც კომპანიას გაუმარტივდა ყოველდღიური სასტუმრო საქმიანობა.